ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია საქართველოში ფოტოგრაფების ჯაშუშობის ბრალდებით დაკვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, - ამის შესაებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინსიტრაციასთან აქციაზე მოსულმა ყოფილმა სახალხო დამცველმა და ქართული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი თქმით, იგი ვიზიტად იმყოფებოდა ევროპაში, სადაც ჟურნალისტთა ფედერაციაში მას და წინააღმდეგობების კომიტეტის წარმომადგენელს ირმა ინაშვილს შეხვედრა ჰქონდათ.
სუბარის ინფორმაციით, ფედერაციაში არ იცოდნენ არც 26 მაისს ჟურნალისტების ცემის ფაქტების შესახებ და არც ფოტოგრაფების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შესახებ. ამასთან, ყოფილი სახალხო დამცევლის თქმით, ასევე ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ ფოტორეპორტიორების საქმესთან ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს თომას ჰამერბერგს და ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისიის ვიცე-პრეზიდენტს ტრაი ბერმანს.
"ჰამერბერგს მივაწოდე ინფომაცია როგორც 26 მაისის მოლენების შესახებ ასევე ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკურ დევნასთან და ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ფოტოგრაფების საქმით ჰამერბერგი ძალიან დანტერესდა და პირობა მივეცი, რომ აღნიშნულ საკითხზე ყოველდღიურად მივაწვდი ინფორმაციას ", - აღნიშნა სუბარმა.