ხვალ, 15 ივლისს, ბაქოში დაგეგმილ გაზის საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია "კასპიის ენერგეტიკული დიალოგი 2011"-ის ორგანიზატორები არიან აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია.
საერთაშორისო კონცერენციაში საქართველოს "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" წარმოადგენს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე კომპანიები უკრაინიდან, რუმინეთიდან და სხვა.