რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში სამხედრო ჰოსპიტლის აშენებას გეგმავს. აღნიშნილი საკითხი განიხილებოდა სოხუმში მყოფი რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვისა და აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს მერაბ ქიშმარიას შეხვედრაზე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ჩემი ჩამოსვლა აფხაზეთში ეს საპასუხო სამუშაო ვიზიტია. ჩვენ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად რიგი სამუშაო საკითხები განვიხილეთ, მათ შორის: რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის ფუნქციუნირება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქვეყნების თავდაცვის უწყებების თანამშრომლობის საკითხი, ასევე აქ სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობის საკითხი რომელიც როგორც რუსეთის სამხედრო ბაზების სამხედროებს ასევე აფხაზეთის სამხედროებს მოემსახურებოდა", _ განაცხადა ანატოლი სერდიუკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები