საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის იუსტიციის სახლში დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინე გრიშჩენკოს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივები.
კონსტანტინე გრიშჩენკო საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.