საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, დიპლომატებთან შეხვედრაზე პალესტინის რეზოლუციის საკითხით დაინტერესდა, თუმცა როგორც მინისტრი აცხადებს აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციები ჯერ ჩამოყალიბებული არ არის
"სექტემბერში იქნება პალესტინის რეზოლუცია გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გვაინტერესებს ჩვენი უცხოელი კოლეგების აზრი, თუმცა ამ დროისთვის არც-ერთ ქვეყანას პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს და ყველა თავისი სამინისტროებიდან ელოდება ინსტრუქციას", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საბოლოო პოზიცია აღნიშნულ საკითხზე სავარაუდოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც რეზოლუციის ტექსტი უკვე ცნობილი გახდება.
"არც ერთ სახელმწიფოს არ დაუფიქსირებია რაიმე პოზიცია გარდა, პრინციპებისა, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ არის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ისრაელი და პალესტინა. ისრაელს უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს დაცული, ხოლო პალესტინას დამოუკდიებობა, სუვერენტიტეტი და საზღვრები", - აღნიშნა მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ ეს შეიძლება გახდეს კონსენსუსი, რაზეც მხარეები შეთანხმებიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეიტლება სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის შემდეგ გახდება ცნობილი.