თურქეთში ქართველი გოგონა, ქართველებმა ცოცხლად დამარხეს - ამ შემზარავი დანაშაულის საბაბი გახდა ის, რომ მან უარი განაცხადა მეძავი გამხდარიყო. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა "stargazete" აქვეყნებს.
"თურქეთში, რიზეს პოლიციამ პროსტიტუციის საქმე გახსნა. საქმე ეხება საქართველოს მოქალაქის მკვლელობას", _ იუწყება თურქული გამოცემა.
პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ორგანიზებული ჰქონდათ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც ქართველი გოგონები მოტყუებით თურქეთში გადაჰყავდათ, სადაც მათ პროსტიტუციას აიძულებდნენ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე ქალბატონი ნანა.ბ და ე.ზ. დაკავებულები არიან ასევე უკრაინის მოქალაქეები ს.ტ. ნ.ბ. და ნ.ა.
28 წლის ნანა ბ.-ს თანამზრახველებთან ერთად თურქეთში მოტყუებით ჩაყავდა ქართველი გოგონები და შემდეგ მათ პროსტიტუციას აიძულებდა. ქართველი გოგონა, რომელმაც უარი თქვა დაკავებულიყო აღნიშნული საქმით ცოცხლად დამარხეს", _ იუწყება გამოცემა.
საქართველოს მოქალაქე ორ ქალბატონს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 6 და 3 წლიანი პატიმრობა.
"პოლიცია უახლოეს მომავალში შესაბამის მოხსენებასაც გამოქვეყნებს, რომელიც ადამიანებით ვაჭრობისა და ტრეფიკინგის საკითხებს ეხება", _ იუწყება თურქული გამოცემა.