საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის Mმომავალ სხდომაზე ის ადამიანები არიან დაბარებულნი, რომლებმაც 1994 წლის 17 თებერვალს გამსახურდიას ცხედრის დათვალიერების ოქმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე იქნა მიღებული.
გარდა ამისა, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება. რომ მომავალ სხდომაზე ის ადამიანებიც იქნებიან მოწვეულნი, რომლებმაც პრეზიდენტი გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში ნახეს და რომლებმაც პროკურატურას ჩვენება მისცეს.
კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ დათვალიერების ოქმზე ხელმომწერთაგან რამდენიმე გარდაცვლილია, მათ შორის: გურამ შარაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი და თამარ დეკანოსიძე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცოცხლებია და მათგან შესაძლოა ერთი ან ორი კომისიაში მოიწვიონ.
`აუცილებელია გამოვითხოვოთ როსტოვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სრული სახით, რომელიც გადაეგზავნება სამხარეო ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს, რათა ექსპერტების შეფასებები მოვისმინოთ,~ - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ამასთან, ჯონდი ბაღათურიამ მოსაზრება გამოთქვა, რომ კომისიის ეს სხდომა საზოგადოებრივი არხის პირველ არხზე პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.
კომისიის მომავალი სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.