10 ივლისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციური ლიტერატურული პროექტის „გააგრძელე მო-თხრობა" პრეზენტაცია გაიმართება.
პიარ ბლოგი nino.ncib.ge ლიტერატურის ყველა მოყვარულს ინტერაქტიული მოთხრობის შექმნაში ჩართვას სთავაზობს. ჩაძირული გემის ამბავი ცნობილმა ქართველმა მწერალმა დავით ტურაშვილმა დაიწყო. ბლოგის მკითხველს საშუალება ეძლევა თანმიმდევრულ რეჟიმში მოთხრობა განაგრძოს. მკითხველის პარალელურად ჩაძირული გემის ამბავს თანამედროვე ქართველი მწერლები დავით ქართველიშვილი, მაკა ლდოკონენი, თეონა დოლენჯაშვილი, მიშა ბახსოლიანი, გურამ მეგრელიშვილი, გიორგი კეკელიძე, ბესო ხვედელიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ნიკუშა ანთაძე შექმნიან.
ინტერაქტიული მოთხრობის შექმნისათვის ბლოგზე მკითხველის დარეგისტრირება ორშაბათიდან დაიწყება, ყველა მსურველი შესაბამისი აბზაცის ნომერს მიიღებს, რის შემდეგაც წინამორბედის თხრობას განაგრძობს. ერთი ჩაძირული გემის ამბავი თვის ბოლოს დასრულდება.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერი ყოველკვარტლური ჟურნალი „ტაბულა ART" იქნება.