დღეს, 10 ივლისს, წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - ლიტერატურული კონკურსის, „საბას" დაჯილდოება თიბისი ბანკში გაიმართება. რიგით მე-9 დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც ტელემაყურებელი „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერშიც იხილავს, ცნობილი გახდება „საბას" წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა და დასახელდება გასული წლის საუკეთესო წიგნები. კონკურსის ორგანიზატორი, თიბისი ბანკი, გამარჯვებულებს, პრიზებთან ერთად, სოლიდურ ფულად პრემიებს გადასცემს. წლევანდელი საპრემიო ფონდი 40 ათასი ლარია.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, ტელეკომპანიამ „რუსთავი-2" და პენცენტრმა. პრემიის მიზანია წინა ერთი წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენა.
5-კაციანი ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ხოლო იმ ავტორს, რომელსაც გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, გადაეცემა პრემია "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".
წელს „საბას" ნომინაციების რაოდენობას ერთი ნომინაცია დაემატა. კერძოდ, „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა" ცალკე ნომინაციის სახით გამოიყო, რათა მეტი სტიმული შეიქმნას ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით ახალი წიგნების გამოსაცემად. შესაბამისად, ნაცვლად ტრადიციული 8 ნომინაციისა, წელს „საბა" 9 ნომინაციაში გაიცემა. საპრემიო ფონდი 40 ათასი ლარია და მას გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
წლევანდელ ცერემონიას, ტრადიციულად, პოეტი რატი ამაღლობელი გაუძღვება. მასთან ერთად, მეორე წამყვანი იქნება რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი, ნინო კასრაძე.
წელს ლიტერატურული კონკურსი „საბას" ავტორებისა და გამომცემლობების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი 148 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 56 საუკეთესო მოხვდა
პრემია "საბას 2011 წლის ფინალისტები:
წლის საუკეთესო პროზაული კრებული -
ნინო თარხნიშვილი, "სათაური 37-ე გვერდზე" (დიოგენე)
გურამ მეგრელიშვილი, "ადამიანის ქალაქი" (დიოგენე)
ბესო სოლომანაშვილი, "რეისი ლონდონი-ზუზუმბო" (დიოგენე)
ზურაბ ლეჟავა, "უხურდავებელი მონეტა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ლადო კილასონია, "როცა უკვე დაგვაგვიანდა" (პეგასი)
მაკა მიქელაძე, "მე და ჩემი კუსტურიცა" (სიესტა)
გიგი თევზაძე, "უცნობი წიგნები ქართველებისთვის" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო რომანი -
ერლომ ახვლედიანი, "კოღო ქალაქში" (სიესტა)
გურამ მეგრელიშვილი, თამაზ დემეტრაშვილი "Iრატტა.რუ" (ალიანსი)
ბასა ჯანიკაშვილი, "ომობანა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
თამაზ ექვთიმიშვილი, "აქ, ამ ქალაქში" (შემეცნება)
ლადო კილასონია, "აბლაბუდას ზღაპარი" (პეგასი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული -
ლელა სამნიაშვილი, "ფრაქტალები" (სიესტა)
გივი ალხაზიშვილი, "ჩაბრუნებული მზერა" (საუნჯე)
ეკა ქევანიშვილი, "აქ ნუ დადგებით" (დიოგენე)
დათო ყანჩაშვილი, "სიფხიზლის გამო" (დიოგენე)
პაატა შამუგია, "უპირატესობა" ( დიოგენე)
თემურ ჩხეტიანი, "უადრესატოდ" (დიოგენე)
კატო ჯავახიშვილი, "მარცხნივ" (საუნჯე)
ნიკა ჯორჯანელი, "სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის" (საუნჯე)
ქეთი ნიჟარაძე, "წაუკითხავი ლექსები" (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა -
დათო გაბუნია, "სხვისი შვილები, საპნის ოპუსი" (სიესტა)
შოთა იათაშვილი, "მავედრებელი" (ჟურნალი "აფრა", 2010)
ზურაბ კანდელაკი, "სულ ერთი წუთი მადროვე, ჯალათო!" (ალ.ორბელიანის საზოგადოება)
ლაშა ბუღაძე, "თავი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
თამარ ბართაია, "სათამაშო პისტოლეტი" (ჟურნალი ლიტ. პალიტრა",#6,2010)
თამაზ ექვთიმიშვილი, "პუანტები" (ჟურნალი "ლიტ. პალიტრა, #7, 2010)
ირაკლი სოლომანაშვილი, "მაპატიე, დედიკო!" და "მარილი" (ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა" და "ქართული მწერლობა", #12, 2010)
მანანა დოიაშვილი, "ერთი ტყვიაც, რა, ღმერთო!" (ჟურნ. "თეატრი და ცხოვრება", #2, 2010)
წლის საუკეთესო დებიუტი -
თამთა მელაშვილი, "გათვლა" (დიოგენე)
მიშა ბახსოლიანი, "ყველას უყვარს მარი" (დიოგენე)
ირმა არჩუაშვილი, "ინო" (საარი)
ოლესია თავაძე, "სევდიანი ჩანაწერები" (ალ. ორბელიანის საზოგადოება)
ლუკა ბაქანიძე, "ღმერთი ჩემი მოხეტიალე" (კავკასიური სახლი)
ნატა ვარადა, "ერთი საათით გვიან" (ალ. ორბელიანის საზოგადოება)
დევი ბერძენიშვილი (მთარგმნელი), კნუტ ჰამსუნის "შიმშილი" (არეტე)
წლის საუკეთესო თარგმანი -
გიორგი კახაბერი, ჟან ჟენეს "ნოტრ-დამ-დე-ფლერი" (დიოგენე)
ლია ჩლაიძე, ორჰან ფამუქის "მე წითელი მქვია" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მაია ქაცანაშვილი, მარტენ პაჟის "როგორ გავხდი იდიოტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გიორგი ლობჟანიძე, საადი შირაზელის "გოლესთანი" (კავკასიური სახლი)
მერი ტიტვინიძე, ხულიო კორტასარის "კლასობანა" (არეტე)
ლელა დუმბაძე, "განდი" (ქართული ბიოგრაფიული ცენტრი)
თემურ ხანთაძე, "ავსტრიული მოთხრობა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გივი კიკილაშვილი, ფეოდორ დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" (მხატვრული ლიტერატურა)
წლის საუკეთესო კრიტიკა -
ნუგზარ მუზაშვილი, "გაქცევა ისტორიიდან" (დიოგენე)
შოთა იათაშვილი, "დალაგება" (საუნჯე)
წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა -
ნაირა გელაშვილი, „ჰოლდერლინი" (კავკასიური სახლი)
ინგრიდ დეჰრავე, თამარ ბაბუაძე „ცხოვრება მუზეუმში" (ლინკი)
გიორგი კაკაბაძე, "ნიკო ფიროსმანი - დაკარგული უბრალოების ძიება" (პეგასი)
დათო ტურაშვილი, "ამერიკული ზღაპრები" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გივი ალხაზიშვილი, "მომავალი წარსული" (სიესტა)
ლევან ბერძენიშვილი, "წმინდა წყდიადი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ლევან ბრეგაძე, "მოგზაურობა "კაუკაზიშე პოსტის" ფურცლებზე" (არტანუჯი)
პაატა ქურდაძე, "ფსიქოდელიური ქრონიკა" (სიესტა)
თამარ ფხაკაძე, "გმირი" (პრაიმ-თაიმი)
რუსუდან ჩოლოყაშვილი, ეკა ჩხეიძე, ნინო ბალანჩივაძე, ნესტან რატიანი, ირმა ყველაშვილი "ანტისაბჭოური სიტყვიერება" (ნეკერი)