"აფხაზეთი - არასოდეს ყოფილა ქვეყანა", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რადიოსადგურ "ეხო მოსკვის"-თვის მიცემულ ინტერვიუში.
"აფხაზეთი არ არის ქვეყანა. იგი არასოდეს ყოფილა ქვეყანა - ქვეყანა აქ მხოლოდ ერთი იყო ყოველთვის - საქართველო. ეს არ არის ქვეყანა, ეს საქართველოს ოკუპირებული ნაწილია საიდანაც აფხაზებს საუკეთესო ნაწილი წასულია", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს მშვენივრად ესმის იმ აფხაზების პრეტენზიები, რომლებიც ამჟამად აფხაზეთში ცხოვრობენ.
"ჩვენ მშვენივრად გვესმის თუ რა პრეტენზია აქვთ მათ ჩვენთან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს აფხაზების ნაწილია რომლებიც იქ ცხოვრობენ", _ აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.