ბრაზილიაში საცხოვრებელ სახლს სავარაუდოდ მეტეორი დაეცა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტოები ავრცელებენ.
ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, როდესაც ბრაზილიის სამხრეთით, მოსახლეობამ ღამით სინათლე დაინახა, ცა განათდა და რაღაც მანათობელი სხეული დედამიწისაკენ მოემართებოდა. შემდეგ კი საცხოვრებელ სახლზე დაცემის ხმა გაისმა.
მეორე დღეს საცხოვრებელი სახლის მეპატრონემ სახლის სახურავზე გაურკვეველი წარმომავლობის ნაწილები აღმოაჩინა. ჩამოვარდნილი ნაწილები სავარაუდოდ მეტეორი, რომელიც გამოსაკვლევად ასტრონომიურ ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.