"დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარემ და „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართა. ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე ტერორზე განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა მიმართ და გადასცა დოკუმენტთა პაკეტი, ვიდეო და ფოტო მასალა, 26 მაისს და მის შემდგომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ფაქტობრივადაა აღწერილი 26 მაისის სადამსჯელო სპეცოპერაცია და ის ვანდალიზმი რაც რეჟიმმა მოუწყო მშვიდობიან მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.
გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რომ მსოფლიომ შეიტყოს ქვეყანაში იმ ანტისახელმწიფოებრივ, არადემოკრატიულ და ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკვშირებით, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა და მისმა ჯიბის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, რომ ევროპაში გაჩნდა ახალი დიქტატორი და უკვე საკანონმდებლო დონეზე ყოველდღიურად იდგამს ფესვს.