დღეს, 7 ივლისს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" (აფაქიძის 9) "დიოგენეს" ბავშვთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
"დიოგენე" 7-11 წლის ყველა მოზარდს იწვევს ბავშვთა კლუბში გასაწევრიანებლად. "დიოგენეს" თანამშრომლები კვირაში ორჯერ შეხვდებიან პატარა მკითხველებს და გააცნობენ ახალ გამოცემებს, შეარჩევენ მათთვის სასურველ წიგნებს და შეაყვარებენ კითხვას.
კლუბში ბავშვები 6 თვის განმავლობაში ივლიან და გაეცნობიან როგორც ქართველ ავტორებს, ისე მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებებს, იმსჯელებენ წაკითხულზე და ითამაშებენ შემეცნებით თამაშებს.
"დიოგენეს" ბავშვთა კლუბის მიზანია, აუმაღლოს ბავშვებს წიგნიერების დონე და გასართობი, სასიამოვნო ფორმით შეაყვაროს წიგნის კითხვა.