4 ივლისს გერმანიაში, 98 წლის ასაკში, გარდაიცვალა უკანასკნელი გვირგვინოსანი, ავსტრიის პრინცი ოტო ვონ ჰაბსბურგი. ის გარდაიცვალა საკუთარ ბავარიულ სახლში, პეკინგინში, შნაბერსკის ტბაზე, ახლობლების გარემოცვაში.
ოტო ჰაბსბურგი იყო ავსტრიის უკანასკნელი კაიზერის, კარლ I-ის უფროსი ვაჟი. იგი დაიბადა 1912 წლის 20 ნოემბერს . ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ მისი ოჯახი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო. თავდაპირველად სამეფო ოჯახი შცვეიცარიაში, ხოლო შემდეგ მადეირაში გაემგზავრა, სადაც 1922 წელს გარდაიცვალა კარლ პირველი.
50-იან წლებში ოტო ფონ ჰაბსბურგი მეუღლესთან ერთად ბავარიაში დასახლდა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შეუდგა..