თურქეთმა ლიბიის გარდამავალი საბჭო ლიბიელი ხალხის ჭეშმარით მთავრობად აღიარა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისთვის პოსტის დატოვების დიდი ხანია დამდგარია და მან ეს უნდა აასრულოს. დავუთოღლუს თქმით, თურქეთი ლიბიელ მეამბოხეებს 200 მილიონი დოლარით დაეხმარება.
დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება დავუთოღლუმ საზოგადოებას ლიბიის ქალაქ ბენღაზში, მეამბოხეების ლიდერ მუსტაფა აბდულ ჯალილთან შეხვედრის შემდეგ ამცნო.
"საზოგადოების მოთხოვნაა რომ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდეს. მათი მოთხოვნა აუცილებლად უნდა ასრულდეს. კადაფიმ კი პოსტი აუცილებლად უნდა დატოვოს და ლიბია გამთლიანდეს. მე აქ ვარ რათა სოლიდარობა გამოვხატო ლიბიელი ხალხის მიმართ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ლიბიის გარდამავალი საბჭო ლეგიტიმური წარმომადგენელია ლიბიელი ხალხის", - განაცხადა დავუთოღლომ.
როგორც დასავლური მედია იუწყება, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბიაში იმისთვის ჩავიდა, რათა ყველას დაანახოს, რომ ის რეგიონში ლიდერი ქვეყანაა.