ბელგია ავღანეთში დისლოცირებულ საკუთარ საჯარისო ნაწილებს 2-ჯერ შეამცირებს.
ქვეყნის მედიასაშუალებების ცნობით, ხელისუფლებამ შესაბამისი კანონი უკვე მიიღო და დოკუმენტის მიხედვით, ავღანეთში ჯარების განახევრება 2012 წლამდე მოხდება.
ამჟამად ავღანეთში სამშვიდობო მისიით 580 ბელგიელი სამხედრო იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და საფრანგეთმა უკვე მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილებები, ისინი უახლეს წლებში მთლიანად გაიყვანენ ჯარებს ავღანეთის ტერიოტრიიდან და 2014 წლისათვის ავღანეთი თავად იქნება პასუხისმგებელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
2011 წლის აპრილის მონაცემებით, ავღანეთში 152 000 უცხოელი ჯარისკაცია დისლოცირებული.