პაკისტანის ჩრდილო დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბოევიკების თავდასხმას სამი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თავდასხმა სვატის ველის მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა, იქ სადაც ორი წლის წინ პაკისტანის ხელისუფლებამ მილიტარიზებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ სვატის რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა ბოევიკების თავდასხმები სამართალდამცავი ორგანოებზე.