მაკედონიაში რუსი დიპლომატი ავტომანქანის არასწორი პარკირების გამო სცემს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ინციდენტი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, დიპლომატის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა.
მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელს თავს ორი უცნობი პირი მას შემდეგ დაესხა, რაც ამ უკანასკნელმა პარკირების დროს მათი ავტომანქანის სარკე შემთხვევით დააზიანა.
თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს მათ დასაკავებლად სამძებრო სამუშაობი, ხოლო რუსი დიპლომატი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯამრთელების მდგომარეობა ამ დროითვის დამაკმაყოფილებლია.