თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის ქ. #9 საცხოვრებლ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შესახებ შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა. ცეცხლი სამ სართულიან საცხოვრებელ სახლს 30-40 კვ.მ. ფართობზე უკიდია.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძროს 9 სამაშველო ჯგუფი, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.