აშშ-ში ილინოისის შტატში სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა უვადო პატიმრობით შეიცვალა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით 15 პატიმარი, რომელსაც სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა ჰქონდათ მისჯილი, მკაცრი რეჟიმის ციხეში იქნენ გადაყვანილნი, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოიხდიან სასჯელს.
მხოლოდ ერთი პატიმარი 33 წლის თეოდორ ბაესი გადაიყვანეს დიქსონის სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ფსიქიური აშლიობით დაავადებული პატიმრები მკურნალობენ. ბაესმა 1999 წელს სასტიკად აწამა და მოკლა 2 ადამიანი.