ლიბიის პრეზიდენტმა მუამარ კადაფმა განაცხადა, რომ თუ ნატო არ შეწყვეტს ლიბიის ტერიტორიების დაბომბვას, მაშინ მისი არმია საბრძოლო მოქმედებებს ევროპში გადაიტანს.
ლიბიელმა პოლკოვნიკმა ეს განცხადება ტრიპოლის ცენტრალურ მოედანზე, თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა ლიბიელ ამბოხებულებს იარაღი მიაწოდა, კადაფის თქმით იგი აპირებს შური იძიოს ევროპაზე.
,,მოვა დრო და ჩემი ხალხი შეძლებს საბრძოლო მოქმედებების ევროპაში გადმოტანას, რათა შეუტონ თქვენ სახლებს, სამსახურებს და ოჯახებს, ევროპა ლიბიის ლეგიტიმური სამხედრო მიზანი გახდება, რადგან დღეს ის ბომბავს ჩვენ სახლებსა და ოჯახებს." -განაცხადა კადაფმა.
ასევე თავის გამოსვლაში პოლკოვნიკმა მომხრეებს დასავლეთის მთებში, იქ სადაც საფრანგეთმა რამდენიმე დღის წინ კადაფის მოწინააღმდეგეებს იარაღი გადასცა სამხედრო ოპერაციების ჩატარებისკენ მოუწოდა.