დღეს, 2 ივლისს, ბაქოში მწვანე თეატრის სცენაზე საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტის თამარ გვერდწითელის კონცერტი გაიმართება. მომღერლის საკონცერტო პროგრამას "სცენა საზღვრებს გარეშე" ეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, თამარ გვერდწითელი ბაქოელი მაყურებლისათვის თავის როგორც ახალ, ისე კარგად ნაცნობ ჰიტებსაც შეასრურებს.
გვერდწითელის 9 წლის იყო, როდესაც ქვეყანაში პირველ ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ "მზიურში" მიიღეს. დღეს მუსიკოსი ქართულ, რუსულ, უკრაინულ, ივტითზე, ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე ასრულებს სიმღერებს.