ბელორუსმა "ინტერ რაო ეესს" ელექტროენერგიის დავალიანება მთლიანად გადაუხადა. ვალი, რომელიც ბელორუსმა დაფარა, 1,5 მილიარდ რუსულ რუბლს შედგენს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიას ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწემ ლიუდმილა ზენკოვიჩმა მიაწოდა.
"დღეს განხორციელდა მესამე და ბოლო გადახდა, რომელმაც 611 რუსული რუბლი შეადგინა. ასე რომ, "ინტერ რაო ეესის" წინაშე დავალიანება გადახდილია", _ განაცხადა ზენკოვიჩმა.