სახელმწიფო ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრები დაწესდება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტმა მესამე მოსმენით "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონი დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კონსოლიდირებული ბიუჯეტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან უნდა იყოს არა უმეტეს 30%-ისა; კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 3%-ისა და სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 60%-ისა;
თუ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ შეესაბამება აღნიშნულ ზვარს ან/და ზღვრებს, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მოცემულ პერიოდში დადგენილ ზღრებში დაბრუნების გეგმას.
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დადგემვა უნდა მოხდეს პროგრამულ საფუძველზე მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
აღნიშნული კანონი ძალაში შევა 2013 წლის 31 დეკემბრიდან.