პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კონსტანტინე გამსახურდიას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშვნა გახდა.
კონსტიტუციის 54-ე მუხლის და რეგლამენტის მე-7 მუხლის თანახმად, კონსტანტინე გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე შეუწყდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გამსახურდიას პარლამენტში საქმიანობა დადებითად შეაფასა.
ბაქრაძემ განსაკუთრებული ყურადღება პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობაზე გაამახვილა და კონსტანტინე გამსახურდიას შვეიცარიაში მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტში 2009 წელს შევიდა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილება გატარდა და 2008 წლის მოწვევის ყოფილ პარლამენტარებს დახეული მანდატების აღდგენის უფლება მიეცათ.