აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის ზონის მეციტრუსე ფერმერებსა და კომპანია ''აგრო-გეოს'' წარმომადგენლებს შორისშეხვედრა გაიმართა. 
 
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ციტრუსოვანთა პლანტაციებში მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის აგროტექნიკური ღონისძიებების  მეორე ეტაპის დროულად დაწყება.  
 
ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით რეგიონის მეციტრუსე ფერმერებიდან მავნებელ დაავადებებზე წამლობით ღონისძიებებს ფერმერთა საერთო რაოდენობის 10% ატარებს, მათ შორის სრულფასოვან წამლობით ღონისძიებას (სამჯერადი წამლობა) მხოლოდ 3%. 
წამლობითი ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად ჩაუტარებლობა უარყოფითად აისახება როგორც წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე, ისე მის ხარისხზე.
 
რეგიონში ციტრუსს 22880-მდე ფერმერი აწარმოებს, რაც რეგიონის მიწათმოსარგებლე (55 ათასამდე კომლი) კომლების 41 %-ს შეადგენს. 
 
სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინებით, ციტრუსოვანთა ბაღებში ქიმიური წამლობითი ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად ჩატარება მეციტრუსე ფერმერებს  საშუალებას მისცემს, გაზარდონ საჰექტარო მოსავლიანობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხი და შესაბამისად ფინანსური შემოსავლები.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები