პარლამენტმა "რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ გენოციდის მსხვერპლთა უკვდავყოფის შესახებ" დადგენილების პროექტი დაამტკიცა.
დადგენილება საქართველოში ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალისა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს.
ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალი, სავარაუდოდ, ანაკლიაში დაიდგმება, ხოლო კულტურის ცენტრის საქართველოს რომელ რეგიონში დაარსდება, ჯერჯერობით უცნობია.
დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე დადგენილების პროექტის მიღების შემდეგ მთავრობასთან კონსულტაციები გამართება, სადაც დეტალები დაზუსტდება.
მისი თქმით, მემორიალის შექმნაზე საერთაშორისო კონკურსი უნდა გამოცხადდეს, სადაც მონაწილეობის მიღებას შეძლებე, როგორც ქართველი, ასევე კავკასიელი მოქანდაკეები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილება მიმდინარე წლის 20 მაისს დაამტკიცა.