მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცველები ვალდებულები ხდებიან, ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი არ შეუშალონ. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი პუნქტი ჩაიწერა "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
მიღებული გადაწყვეტილებით, "შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, ხელი არ შეუშალონ მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას. პასუხისმგებლობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.