აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობას ნეიტრალური პასპორტებსა და სამგზავრო დოკუმენტების აღება შეუძლია.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი დაიბეჭდება და შეივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო რეგისტრაციაში გაატარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
დოკუმენტზე სახელმწიფო გერბი სრული სახით არ იქნება გამოსახული.