"მრავალჯერ მომისმენია ქართული მხარისგან დიალოგის აღდგენის შესახებ წინადადება და მას არასოდეს არაფერი მოჰყოლია, ვინაიდან ამის იქით ქართული მხარე არავითარ ნებიჯებს არ დგამდა", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა, კითხვაზე პასუხის გაცემისას - უპასუხებს თუ არა რუსეთი საქართველოს შეთავაზებას დიალოგის დაწყების შესახებ.
"კომენტარი ამ თემაზე არართხელ გამიკეთებია. ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები. ეს თბილისმა გააკეთა. თუმცა თავს არ ვარიდებთ კონტაქტებს სხვადასხვა დონეზე, ერთის გამოკლებით: არ გვაქვს ურთიერთობა პრეზიდენტ სააკაშვილთან სრულიად გასაგები მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც პრეზიდენტ მედვედევს არაერთხელ უსაუბრია", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.