საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო ცვლილება რეგლამენტის დარღვევით დაამტკიცა.
რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 100 ხმაა
საჭირო, თუმცა დარბაზში კენჭისყრის დროს 86-მდე დეპუტატი იყო. ტაბლოზე
რეგისტრაცია 106-მა გაიარა, ხოლო პარლამენტის ქუთაისში გადატანას მხარი
103-მა 1-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მდებარეობის ადგილად ქუთაისი განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომსაპარლამენტო ოპოზიცია დედაქალაქიდან პარლამენტის გადატანის საკითხის რეფერენდუმზე დაყენებას ითხოვდა.