რუსეთის სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას უფლებას მისცემს, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები "შავ სიაში" შეიყვანოს. მათ, ვინც რუსეთს მორალურ და მატერიალურ ზიანს მიაყენებს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ. გაიყინება მათი საბანკო ანგარიშებიც.
რუსი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს კანონი ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული პასუხია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა ცოტა ხნის წინ ე.წ. მაგნიტსკის სია დაამტკიცეს. მასში ის რუსი მაღალჩინოსნები შევიდნენ, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში სიტყვისა და გამოხატვის უფლებას ზღუდავენ და ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიან. მათ აშშ-ში შესვლის უფლება ოფიციალურად ჩამოართვეს, ასევე გაიყინა მათი საბანკო ანგარიშები.