ვენესუელის პრეზიდენტს უფო ჩავესს პროსტატის კიბო აქვს. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში თავადვე განაცხადა.
მისი თქმით, კუბაში მან ოპერაცია გაიკეთა და სიმსივნე ამოიჭრა. ჩავესის მტკიცებით, მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს.
ჩავესი კუბაში სამი კვირა იმყოფებოდა. გამგზავრების შემდეგ, გაჩნდა ვარაუდი იმისა რომ ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ის კუბაში მენჯის ჩირქგროვის ამოსაჭრელად გაემგზავრა.