ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყანა პოლონეთი პირველად გახდა. პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2004 წლის შემდეგ არის. პოლონეთის პრიორიტეტი ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობლებთან ურთიერთორების მშენებლობა და ეკონომიკური ზრდა იქნება. პოლონეთის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისინი ხელს შეუწყობენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, დონალდ ტუსკის განცხადებით, სექტემბერში გასამართ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ევროკავშირისთვის და პოსტსაბჭოთა სივრცის ექსვი ქვეყნისთვის ახალ იმპულსებს გააჩენს. სამიტზე ასევე განიხილება უკრაინა-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის დამყარება.
მისივე თქმით, პოლონეთი აქტიურად იმუშავებს, რათა საბერძნეთსა და ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი აღმოიფხვრას. პოლონეთის ვალუტა ევრო არ არის, თუმცა მას მაინც ძლიერი სავაჭრო ურთიერთობა აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან.
პოლონეთმა ევროკავშირის თავჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.