იაპონიის მთავრობა არ აპირებს სახელწოდება "გრუზია" "ჯორჯიათი" შეცვალოს, ეს განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიისა და ცენტრალური აზრიის განყოფილების წამომადგენელმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ასეთი კომენტარი გააკეთა მან იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც მეზობელმა სამხრეთ კორეამ დააკმაყოფილა თბილისის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის "გრუზიას" ნაცვლას "ჯორჯია" ეწოდებინა", _ წერს რუსული მედია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლატვიამაც უარი განაცხადა ქვეყნის სახელწოდების "ჯორჯია"-ზე შეცვლაზე.
მასალის გამოყენების პირობები