იაპონიაში. 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 8 საათსა და 16 წუთზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, სტიქიას ძლიერი ნგრევა არ მოჰყოლია. რამდენიმე შენობაში დაიბზარა კედლები და ჩაიმსხვრა მინები.
ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოდან 170 კილომეტრის მოშორებით, ნაგანოს პრეფექტურაში დაფიქსირდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ცუნამის საშიშროება მოსალოდნელი არ არის.