ოპოზიციური "ექვსეული" სამოქმედო გეგმას 8 ივლისს გაახმოვანებს.
როგორც დღეს ჟურნალისტებს „ეროვნული საბჭოს" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, შეკრება, რომელზედაც სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის პრეზენტაცია მოხდება, ვერის ბაღში, კალათბურთის სასახლეში გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ მომავალი კვირიდან „რვიანი"სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში გადადის, რომელსაც ყოველდღიური ხასიათი ექნება.