"მემარჯვენეები" საქართველოს პარლამენტის დეპუტატების 150-მდე შემცირების წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ 2005 წელს რეფერენდუმზე ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
ამის შესახებ პარლამენტის 2005 წლის 17 თებერვლის პლენარულის სხდომის ჩანაწერშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს დღეს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააცნო.
როგორც სტენოგრამაშია აღნიშნული პარლამენტი 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავდა, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.
"მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ფიქრია ჩიხრაძე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას აღნიშნვადა, რომ "სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებას რეფერენდუმის თემა პარლამენტის საწინააღმდეგო კამპანიისთვის და ზოგადად, პარლამენტარიზმის იდეის წინააღმდეგ კამპანიისთვის დასჭირდა, რადგანაც პარლამენტი მაშინ იყო მძაფრად ოპოზიციური განწყობის, ოპოზიციური შემადგენლობის".
მისივე განცხადებით, როდესაც რეფერენდუმზე დგებოდა საკითხი პარლამენტთა რაოდენობის შემცირებისა, ხელისუფლებისთვის ეს იყო პოლიტიკური პოზიციიდან პოლიტიკური ქულების მოტანის თვალსაზრისით რეფერენდუმზე დაყენებული საკითხი, თუმცა "მემარჯვენეებმა" საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი მაინც დაუჭირეს.
"ვინაიდან ეს საკითხი დადგა რეფერენდუმზე და ვინაიდან საქართველოს მოსახლეობამ, უმეტესობამ საქართველოს მოსახლეობისა, ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, ბუნებრივია პარლამენტი და პარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა თუ ჯგუფი, ამ მოსაზრებას ანგარიშს უწევს და ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ფრაქცია, რა თქმა უნდა, პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას დღეს აქ კენჭისყრის დროს, მხარს დაუჭერს", - აცხადებდა ჩიხრაძემ 2005 წლის 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს პარლამენტმა 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტში 235 დეპუტატი 150-მდე შეამცირა.