პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სამი სამხედრო ჯარისკაცი მოკლეს ერაყში. სამივე ჯარისკაცი სამშაბათს დაიღუპა.
პენტაგონი ამ ეტაპზე არ ახმაურებს დაღუპულების სახელებსა და გვარებს და არც იმას, თუ როგორ დაიღუპნენ ჯარისკაცები.
მიმდინარე თვეში ერაყში სულ 15 ჯარისკაცი მოკლეს.
სულ კი ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ერაყში, 4 469 ჯარისკაცი დაიღუპა.