ლეხ კაჩინსკის ძმა სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
პოლონეთის ოპოზიციის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაზე, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩნისკის და კიდევ 95 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
იაროსლავ კაჩინსკის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ პრეზიდენტის თვითმფრინავს ნულოვანი მხედველობის პირობებში მიცა დაჯდომის ნებართვა და პოლონელ პილოტებს არასწორი კოორდინატები მიაწოდა.
შეგახსენებთ 2010 წლის 10 აპრილს, ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი რომლითაც პრეზიდენტთან ერთად, პრაქტიკულად პოლონეთის მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა კატინის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით რუსეთში მიფრინავდა, სმოლენსკის სამხედრო აეროდრომთან ჩამოვარდა.