30 ივნისს, 11:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, მაია სიდამონიძე გახსნის.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს ინფორმაციას მიაწვდის გადაადგილების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ, ასევე მათ სხვადასხვა სახის სერვისს შესთავაზებს. ვიზიტორებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოსვლისთანავე დაგეგმონ მოგზაურობა.
საქართველოში ინდივიდუალურ მოგზაურთა წილი 91%-ს შეადგენს. საჰაერო გზით მათი 12% სარგებლობს. 2010 წლის მონაცემებით საქართველოში თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებით 250 000 ადამიანი შემოვიდა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მუშაობას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ერთიანი ქსელის შექმნაზე, უკვე გაიხსნა სიღნაღის, ყვარლის, მესტიის, ქუთაისის, გორის საინფორმაციო ცენტრები, უახლოეს მომავალში ტურისტული ცენტრები გაიხსნება ზუგდიდსა და ანაკლიაში.
ბათუმში, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან თანამშრომლობით მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განახორციელა სასტუმროებისა და კვების ობიექტების მმართველი ჯგუფის ტრენინგი, რომლის მიზანიც სტუმარზე მორგებული ახალი სერვისების შემუშავება დადასაქმებული ადამიანების უნარების სწორი მართვაა.
აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ მსურველს. გადამზადება გაიარა 30 სასტუმროს წარმომადგენელმა.
30 ივნისს, 12:00 საათზე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც გაიარეს კურსი სასტუმროს საქმის წარმოებაში, გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ჩატარდება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება
თბილისი.30.06.11."ჯი-ეიჩ-ენი". 30 ივნისს, 11:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, მაია სიდამონიძე გახსნის.