დღეს, 30 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრები ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, უფლისციხეს დათვალიერებენ, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს შიდა ქართლის მხარეში, ზურაბ არსოშვილს შეხვდებიან.
დელეგაცია თბილისს 1-ელ ივლისს დატოვებს.