დღეს, 30 ივნისს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" დადგენილებას განიხილავენ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დადგენილება საქართველოში ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალისა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ჩერქეზული ტრადიციის გათვალისწინებით, მემორიალი მემორიალი სადმე შავიზღვისპირეთში დაიდგმება, რაც შეეხება კულტურის ცენტრის მდებარეობას საკითხს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზ ხალხის მიმართ გენოციდის მსხვერპლთა უკვდავყოფის შესახებ" დადგენილების პროექტის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა.
დადგენილების პროექტს 1-ლი ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილება მიმდინარე წლის 20 მარტს დაამტკიცა.