უკრაინის ექს-პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს იულია ტიმოშენკოს „გაზის საქმეზე" მოწმის სახით დაკითხავენ. ამის შესახებ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელმა ლიდია ფროლოვამ განაცხადა.
მისი თქმით საბრალდებლო დასკვანში არის პირების სია, რომლებიც საქმესთან მიმართებაში აუცილებლად უნდა დაიკითხონ.
"ამ სიაში შეტანილი პირებს უფლება არ აქვთ უარი განაცხადონ ჩვენების მიცემისგან", - განაცხადა ფროლოვამ.
მისი განმარტებით, მოწმეებს სასამართლო უწყებით იბარებს იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება, სამასამართლოს უფლება აქვს ძალის მეშვეობით წარადგინოს ისინი სასამართლო პროცესზე.