ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით, პროგრამა INOGATE - ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „დაუცველი მომხმარებლები და ფასწარმოქმნის სოციალური ასპექტები".
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში დაუცველ გადამხდელებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემატური საკითხების მოგვარებაზე, მომხმარებელთა უფლებებსა და მათ დაცვაზე.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), როგორც ERRA-ს წევრი ქვეყანა. ასევე, ERRA-ს სხვა წევრი ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლები (13 ქვეყანა), Energy Community Regulatory Board-ის მომხმარებელთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, UშAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში.
შეხვედრა Courtyard Marriott Hotel"- ში, 23 ივნისს დაიწყო და 24-ში დამთავრდა.
შეხვედრა სემეკის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილმა გახსნა.