იაპონიაში „ფუკუსიმა 1"-ის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაქტიული წყლის დეზაქტივაციის სისტემა კვლავ მწყობრიდან გამოვიდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აეს-ის ოპერატორმა კომპანია „ტეპკო-"მ გაავრცელა.
სისტემის, რომელიც 17 ივნისს იქნა გაშვებული, მწყობრიდან გამოსვლა სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. დეზაქტივაციის სისტემა მიიჩნევა აესის კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, რადგან სადგურის სარდაფებში, სპეციალისტების მონაცემებით, 110 ათას ტონაზე მეტი რადიოაქტიული წყალია, რომელშიც რადიაციის დონე კრიტიკულ ზღვარზეა.
უნდა აღინიშნოს, რომ დეზაქტივაციის ახალი სისტემის შექმნაში იაპონელი, ამერიკელი და ფრანგი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. სისტემას შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში 1,2 ათასი დაბინძურებული წყლის გაწმენდა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს მომხდარმა 9,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ „ფუკუსიმა 1"-ის აეს-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. აეს-ზე მომხდარი ავარიის სრული ლიკვიდაცია დღემდე ვერ ხერხდება.