აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გამოკითხვების მიხედვით, ალიასკას შტატში ყოფილ გუბერნატორს, სარა პეილინს უსწრებს.
სარა პეილინი რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. გამოკითხულთა 34 %-ს სურს, რომ ბარაკ ობამა მეორედაც იხილოს პრეზიდნტის პოსტზე, პეილინს კი მხარს 24 % უჭერს.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2012 წელს გაიმართება. რესპუბლიკური პარტიიდან ბარაკ ობამას შესაძლო კონკურენტად სარა პეილინთან ერთად მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნიც სახელდება.