აშშ-ში, ნიუ მექსიკის შტატში, ლოს-ალამოსკუს ეროვნული ლაბორატორიის ირგვლივ მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ამ უმნიშვნელოვანეს ობიექტს ემუქრება. აღნიშნული ლაბორატორია ცნობილია იმით, რომ სწორედ აქ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ატომური ბომბი.
ხანძრის ლაბორატორიასთან მოახლოების გამო ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია. ამავდროულად, ლაბორატორიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ხანძარი არ წაროადგენს საფრთხეს კომპლექსისთვის, რომელიც 93 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული, სადაც განლაგებულია 2 ათასზე მეტი შენობა და სასაწყობე ნაგებობა, მათ შორის რადიოაქტიური ნივთიერებების მიწისქვეშა საცადები. CNN-ის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს თანამშრომლები.
ტყეში ხანძარი 24 ჰა-საა მოდებული. გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში ამჟამად მუშაობა დროებით შეწყვეტილია. მისი განახლების დრო არ კონკრეტდება. 15 ათასი თანამშრომელი დროებით დათხოვნილია სამსახურიდან, სამუშაო პოსტებზე კი მხოლოდ ის თანამშრომლები იმყოფებიან, რომელთა ყოფნაც ობიექტის შესაბამის რეჟიმში ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
ხანძრის ჩაქრობას ხელისუფლება სხვადასხვა საფრენი საშუალების გამოყენებით ცდილობს.