საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში ნალბანდიანი პირველ შეხვედრას ქართველ კოლეგა, გრიგოლ ვაშაძესთან გამართავს. ის საგარეო უწყებას ცოტა ხანში ესტუმრება. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებენ.
აღნიშნულის გარდა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ, მათ შორის, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტიც.
ნალბანდიანი საქართველოს ქართველი კოლეგის მიერ აპრილში განხორციელებული ვიზიტის საპასუხოდ ესტუმრა.