დღეს, 29 ივნისს, პარლამენტში განახლებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის განხილვა დაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების სხდომა იგეგმება.
იურიდიული კომიტეტის ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლოა ეს პროექტები, 1-ლი ივლისის რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში შევიდეს.
"ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი" საერთო სასამართლოების მიერ ადმინსიტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს განსაზღვრავს, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" პროექტი კი ბევრ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინოვაციებს ითვალისწინებს, რომელთა მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ერთიანი, უნიფიცირებული და ეფექტური პროპცედურების შემუშავება და შესაბამისი კანონმდებლობის ნორმების სრულყოფა.
პარლამენტში ახალი "ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი" და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსი" რამდენიმე თვეა, ინიცირებულია.